"რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა
"რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა. "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის ღარიბ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება.
ამასთან, "რობინ ჰუდის ინდექსის" თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია.
"თუ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება", - წერს ბპნ-ი "ბლუმბერგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.