ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა თეა წულუკიანისა და ნინო გვენეტაძის მონაწილეობით მიმდინარეობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მონაწილეობით მიმდინარეობს.
ამის მიზეზი საკომიტეტო სხდომის დღის წესრიგია. კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს იხილავს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებასაც განიხილავს.