გიორგი კალანდაძე პროკურატურამ ისევ დაიბარა
გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე კვლავ პროკურატურაში დაიბარეს.
მისი ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით მოხდა გიორგი კალანდაძის დაბარება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს.