რა ცვლილებებს გვთავაზობს შემოსავლების სამსახური?

რა ცვლილებებს გვთავაზობს შემოსავლების სამსახური?

"წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის შეჩერდა საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი, არ ხორციელდებოდა საკონტროლო შესყიდვები, ინვენტარიზაცია და სხვა კანონით დადგენილი საგადასახადო შემოწმებები. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია".


ეს განცხადება შემოსავლების სამსახურში გამართულ პრესკომფერენციაზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა.


"გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ შემოსავლების სამსახური არ დაუშვებს საგადასახადო ადმინისტრირების შესუსტებას, არ იქნება არც ერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ დაექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს. მკაცრად აღიკვეთება აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები", – ამბობს მოისწრაფიშვილი.

მისივე თქმით, გადამხდელის, მისი პარტნიორებისა თუ მენეჯმენტის პოლიტიკური კუთვნილება ან სიმპათიები არ განიხილება როგორც პრივილეგია, თავი აარიდოს ბიუჯეტის წინაშე დაკისრებულ  ვალდებულებებს.  "შემოსავლების სამსახურის სტრატეგიაა, იყოს კეთილსინდისიერი გადამხდელის საიმედო პარტნიორი. ვმუშაობთ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და გადამხდელთათვის უფრო საინტერესო გარემოს შესაქმნელად, მზადდება ცვლილებები საჯარიმო სანქციების შესამცირებლად. უახლოეს მომავალში ასევე გადამხდელებს ჩვენი მომსახურების მიმზიდველ სატარიფო პოლიტიკას შევთავაზებთ", - აცხადებს მოისწრაფიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: