ტყიბულის შახტაში 45 მაღაროელი ხელახლა გაიფიცა

ტყიბულის შახტაში 45 მაღაროელი ხელახლა გაიფიცა

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის მაღაროში 45 მეშახტე გაფიცვას აგრძელებს.  ისინი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციამ ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.


ბრძანებაში ძიძიგურის შახტის დახურვის მიზეზად მაღაროს ტექნიკური გაუმართაობა სახელდება, რის გამოც იქ დასაქმებულების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.


გაფიცვის მონაწილეები, რომლებიც 300 მეტრის შახტიდან არ ამოდიან, მოითხოვენ არსებული ხელფასების შენარჩუნებას და საწარმოს მხრიდან ერთთვიანი კონტრაქტების გრძელვადიანით ჩანაცვლებას. მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ ხელფასის დაანგარიშებისას გაითვალისწინონ გაფიცვით გამოწვეული დღეების ანაზღაურებაც.


ძიძიგურის შახტის პარალელურად გაფიცვას აგრზელებენ მინდელის სახელობის მაღაროს მუშებიც. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო დღის შემცირებას მოითხოვენ. ერთდროულად ორივე მაღაროში 1 400 მეშახტეა გაფიცული.


ტყიბულელი მაღაროელების გაფიცვა 7 ნოემბერს დაიწყო. მაღაროების მუშაობა მთლიანად გაჩერებულია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: