ევრაზიის ფონდი გამჭვირვალე და დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვს

ევრაზიის ფონდი გამჭვირვალე და დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვს

"ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლო იყოს გამჭირვალე და დამოუკიდებელი", _ ეს განცხადება კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" დღეს გამართულ ფორუმზე გააკეთა.


ფორუმს ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მისიის  უფროსის მოადგილე ბატონი ბრიჯიტ ბრინქსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი ცერცვაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თბილისის სააპელაიო სასამართლოს თავჯდომარე.


კონფერენციაზე განიხილავდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკოპლექტების წესებს და მის ფუნქციებს. ამასთან, მოსამართლეთა დანიშვნას, დაწინაურებას, მივლინებებს და ანაზღაურების წესებზე, ყურადღება გაამახვილა აგრეთვე, სასამართლო პროცესების გამჭირვალეობაზე. კოალიციის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება, რათა მთავრობა ინფორმირებული იყოს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს პრობლემები სასამართლო ადმინისტრირებისა და სასამართლო გამჭვირვალეობის სფეროში.


ევრაზიის თანამშრომელთა ფონდის პროექტის მენეჯერის  თამარ მოსაშვილის თქმით, "ფორუმი 2 წელია ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში. ჩვენ ვითხოვთ რომ სასამართლო იყოს გამჭირვალე და დამოუკიდებელი".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: