ახმეტას ახალი გამგებელი ჰყავს

ახმეტას ახალი  გამგებელი ჰყავს

ახმეტის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. ეს თანამდებობა ძიუდოისტმა, 27 წლის ბექა ბაიდაურმა დაიკავა. ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ბაიდაური ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე 21 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 ახალი გამგებლის განცხადებით, მისი პრიოროტეტი რაიონში "ქართული ოცნების" კურსის გატარება იქნება.
 არსებული ინფორმაციით, ბაიდაური ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარია.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ზვიადაურიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის ყოფილმა გამგებელმა კობა მაისურაძემ თანამდებობა ათი დღის წინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: