დევნილებს დაკავებული ფართებიდან პოლიციის ძალით გამოასახლებენ?!

დევნილებს დაკავებული ფართებიდან პოლიციის ძალით გამოასახლებენ?!

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალურად დაუცველებს და დევნილებს,  რომ უკანონოდ დაკავებული ფართები დატოვონ.


თუ დევნილების მიერ უკანონოდ დაკავებული ფართების მესაკუთრეები მიმართავენ სამართალდამცავებს,მაშინ სამართალდამცავები იძულებულები იქნებიან, ძალის გამოყენებით დაატოვებინონ ეს ფართები.


მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.


"ამის შესახებ ისინი არაერთგზის გავაფრთხილეთ. ობიექტების საკუთრებიდან გამომდინარე, მესაკუთრე მიმართავს შინაგან საქმეთა ორგანოებს და მათი გამოსახლება პროცედურების გათვალისწინებით მოხდება. ეს პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა, რადგან მესაკუთრეების მოთხოვნა დაფიქსირებული არ არის", - განაცხადა დარახველიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: