ვლადიმერ პუტინი: ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონფლიქტში, რომ იტყვიან, "თავით გადავეშვათ"

ვლადიმერ პუტინი: ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონფლიქტში, რომ იტყვიან, "თავით გადავეშვათ"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციაში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სირიის პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის შემდეგ ხორციელდება. 

 

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რუსეთი არ აპირებს, სირიის კონფლიქტში "თავით გადაეშვას".

 

"რუსეთის მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სირიის პრეზიდენტის ოფიციალური მომართვის შემდეგ ხორციელდება. სირიის კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს და ის სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. ეს არის როგორც სახელმწიფოთაშორისო, ისე შიდაპოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური წინააღმდეგობები, რაც გარედან უცერემონიო ჩარევის შემდეგ გამწვავდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონფლიქტში, რომ იტყვიან, "თავით გადავეშვათ", - განაცხადა პუტინმა. 

 

შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული საჰაერო ძალები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო ოპერაციაში ჩაერთო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: