ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო ანძიდან უთვალთვალებდნენ?!

ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო ანძიდან უთვალთვალებდნენ?!

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ივანიშვილის სასახლეს შსს ტელეანძიდან უთვალთვალებდა".


მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, მუდმივად ხორციელდებოდა მის მიმართ თვალთვალი და უკანონო მოსმენები. "ივერიონი" გთავაზბთ ამონარიდს სტატიიდან:


ფართო საზოგადოებისთვის (შეიძლება, თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც), ალბათ, უცნობია, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მის რეზიდენციას უთვალთვალებდნენ მძლავრი ტელეობიექტივიდან, რომელიც ასე წარმტაცად განათებულ ტელეანძაზე იყო დამონტაჟებული. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაუფარავად გამოხატა პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ და პოლიტიკური გუნდის შეკრება დაიწყო, ვანო მერაბიშვილის უწყებამ სასწრაფოდ მიიღო ზომები იმ ადამიანთა ვინაობის დასადგენად, ვინც ახალ ოპოზიციონერ ლიდერს სოლოლაკის სასახლეში ეწვეოდა. სწორედ ამ მიზნით ტელეანძის მრგვალი ფორმის ორსართულიანი სათავსის ერთ-ერთ ფანჯარაში, რომელიც ივანიშვილის ბიზნესცენტრს უყურებდა, შსს-მ დაამონტაჟა მძლავრი ტელეობიექტივით აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ფოტოაპარატი, რომელსაც ორი სპეციალისტი დღე-ღამის განმავლობაში ემსახურებოდა.


სავარაუდოდ, ამ ფოტოსისტემას, რომელსაც წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურები შორი მანძილიდან ეჭვმიტანილების სათვალთვალოდ იყენებენ, შეეძლო, ფირზე აღებეჭდა ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის ბიზნესცენტრის შიგნით მოძრაობდა როგორც დღისით, ისე ღამით. ვფიქრობთ, ეს ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე დაკვირვების ერთადერთი პუნქტი არ იქნებოდა და კიდევ რამდენიმე, ასეთივე მძლავრი ტელეობიექტივი, მაშინდელი ოპოზიციონერების ძირითად თავშესაყარ ადგილს სხვა სათვალთვალო პუნქტებიდანაც უმზერდა", — წერს სტატიის ავტორი ირაკლი ალადაშვილი.


ამ საკითხთან დაკავშირებით, "ივერიონი" მედიაექსპერტ ია ანთაძეს ესაუბრა: "დანამდვილებით არ შემიძია იმის თქმა, სწორია თუ არასწორი ეს ინფორმაცია, თუმცა სტატიის ავტორი ირაკლი ალადაშვილი არ გამოირჩევა "სიყვითლისადმი" მიდრეკილებით. თუ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ასეთი ქმედება კანონით ისჯება."


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: