გოჩა ჩხეტია ოკუპაციის მუზეუმის გადატანას ქუთაისში აპირებს?!

გოჩა ჩხეტია  ოკუპაციის მუზეუმის გადატანას ქუთაისში აპირებს?!

ძნელია ფაქტებით ამტკიცო, რომ ეს იდეა ახალი ხელისუფლებიდან წამოვიდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა მათი  მოსვლისთანავე გამოიკვეთა,- აცხადებს "ლიბერალური კლუბის“ დამფუძნებელიგოჩა ჩხეტია „ნიუსპოსტისთვის“  მიცემულ  ინტერვიუში.


შეგახსენებთ, რომ როგორც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, არასამთვრობო სექტორს იური მეჩითოვის გამონათქვამთან ჰქონდათ პრეტენზიები, რომელიც ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას ეხებოდა. მისი განმარტებით, მუზეუმის გაუქმება დღის წესრიგში არ დგას.


მისივე განმარტებით,  ასეთი შინაარსის მოთხოვნა წინა ხელისუფლების პერიოდში არ ახსოვს, რადგან თავისთავად ცხადი იყო, რომ ასეთ მოთხოვნას არავინ დააკმაყოფილებდა.
გოჩა ჩხეტია საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ ბოლო დროს რუსული ოკუპაციისა თურქულ თუ მონღოლურ ოკუპაციასთან გაიგივება არასწორია.


„თითქოს რუსული ოკუპაციის მუზეუმის არსებობის პირობებში სპარსული, თურქული და მონღოლური ოკუპაციის მუზეუმებიც უნდა არსებობდეს. საქართველოს რუსული ოკუპაცია და მისი ძალზე ნეგატიური გავლენა ქვეყნის განვითარებაზე დღემდე გრძელდება და შესაბამისად,  თავისუფლებისთვის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს სასურველია, ჰქონდეს ის კონკრეტული ადგილი (ამ შემთხვევაში მუზეუმი), რომელიც როგორც საქართველოს, ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეახსენებს ამ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარის შესახებ. მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ მუზეუმები, არამედ სკულპტურული მემორიალები, ქუჩების დასახელებებიც და სხვა რამ ატრიბუტიკაც უნდა არსებობდეს ოკუპაციის ამსახველი. ასეთი ადგილები უნდა შევინარჩუნოთ რეალური რუსული დეოკუპაციის შემდეგაც კი მანამ, სანამ იარსებებს რუსული საფრთხეები მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, -  განმარტავს  ჩხეტია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: