ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რაში დაადანაშაულა აშშ-ს დეპარტამენტმა რუსეთი?

რაში დაადანაშაულა აშშ-ს დეპარტამენტმა რუსეთი?

BBC-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი სირიის ოპოზიციაზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა.

 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, რუსული ავიაციის ავიადარტყმების მხოლოდ 10%-ზე ნაკლები იყო მიმართული "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ.

 

"სირიაში რუსული ავიადარტყმების 90%-ზე მეტი მიმართული არ იყო ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ. უმეტესწილად, ბომბავდნენ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებსაც სირიისთვის უკეთესი მომავალი სურთ და არ უნდათ, რომ ასადის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩეს", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: