ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით ნარმანია: მოსახლეობის მიერ არჩეული მერი არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გადასაყენებელი ობიექტი

დავით ნარმანია: მოსახლეობის მიერ არჩეული მერი არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გადასაყენებელი ობიექტი

თბილისი მერის დავით ნარმანიას განცხადებით მისი გადადგომა შეუძლებელია რომელიმე კონკრეტულმა ჯგუფმა მოითხოვოს, რადგან იგი მოსახლეობის მიერ არცეული მერია, ამის შესახებ ნარმანიამ გადაცემაში "2030" განაცხადა.

 

"გადავდგები თუ არა?! - რატომ?! დედაქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული მერი არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გადასაყენებელი ობიექტი." - განაცხადა ნარმანიამ და თბილისის მერიის მიერ გატარებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მხოლოდ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება და ამის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა უადგილოა.

 

"აჟიოტაჟი, რაც თანამდებობების დატოვებას მოჰყვა, უსაფუძვლოა. საკადრო ცვლილებებს მასშტაბური სახე არა აქვს. ეს ცვლილებები დაკავშირებულია საქმიანობის გაუმჯობესებასთან, ვინაიდან უამრავი გამოწვევის წინაშე ვართ იმ პროგრესის მიუხედავად, რომელიც უკვე გვაქვს. ყველა დაპირებას, რაც ამომრჩეველს მივეცით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ.

ჩვენ ვაკეთებთ ხარისხიანად, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპს ამცირებს. წელს რაიონულ გამგეობებს 10 მილიონით გავუზარდეთ დაფინანსება, რომ საუბნო გზები თვითონ მოეწესრიგებინათ. ჯამში 20 მილიონი დახარჯეს შიდა გზების გასაკეთებლად, რამდენიმე ისეთი გზა გაკეთდა, სადაც გზა არასოდეს ყოფილა და ასეთი გვაქვს ყველა რაიონში. მთლიანად, დაახლოებით, 207 ათასი კვადრატული მეტრი გზა დავაგეთ." - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: