გიორგი კვირიკაშვილი: MAP არის ის ლოგიკური შემდეგი ნაწილი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს

გიორგი კვირიკაშვილი: MAP არის ის ლოგიკური შემდეგი ნაწილი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საბოლოო მიზანი საქართველოსთვის ნატო-ს წევრობაა. 

 

კვირიკაშვილის თქმით, რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, დრო აჩვენებს.

 

"რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, იქნება ეს MAP, თუ სხვა რამე, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიმართულებით. MAP არის ის ლოგიკური შემდეგი ნაწილი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს. თუმცა, საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრობაა", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: