დათა ახალაიას ბრალს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წაუყენებენ
დათა ახალაიას ბრალს გირგვლიანის საქმის გამო წაუყენებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს როლანდ ახალაიას დაიბარებენ.
"დათა ახალაია არა ერთ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის არის გირგგვლიანის საქმეც. მიმდინარეობს აღნიშნული საქმის გამოძიება. თუმცა რაიმე ტიპის ინფორმაციის გამჟღავნებისგან თვის ბოლომდე თავს შევიკავებ. გამოძიების დეტალებს, პირველ რიგში, გურამ გირგვლიანი _სანდრო გირგვლიანის მამა შეიტყობს", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.