რას გვიმზადებს კახი კალაძე ახალ წლამდე?
ახალი ხელისუფლების ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების დაწევა იყო. ამ დაპირების შესრულებას მოსახლეობა ისევ ელოდება, მთავრობის წარმომადგენლებისგან კი ჯერჯერობით მხოლოდ ეს გვესმის: "მიმდინარეობს მოლაპარაკებები".
დაპირებები რომ გაზის ტარიფი 50 თეთრიდან 26 თეთრამდე დაიწევდა, ამას არარეალურად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. ექსპერტი გაზეთ "ალიასთან" ტარიფის დაწევის შესაძლებლობაზე საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ მკვეთრი ვარდნა შეუძლებელია.
"მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. ვიდრე არ შეიცვლება ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მენეჯმენტი, მანამდე რეალური ციფრის დასახელება შეუძლებელია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას ამ სისტემაში ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯი და არამიზნობრივი ვალდებულებები ჰქონდა აღებული, რაც ტარიფების შემცირების რესურსაც აკნინებს", _ ამბობს გია ხუხაშვილი.
გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ტარიფების დაწევა `ამით პირადად კახი კალაძეა დაინტერესებული. კახი კალაძე მოსახლეობას ახალ წლამდე საჩუქარს უმზადებს", _ აცხადებს ექსპერტი.