ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტშიც განვითარდა

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტშიც განვითარდა

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტშიც განვითარდა. გამგეობის მონაცემებით, დამეწყრილია მუნიციპალიტეტის შვიდი ადგილი, მათ შორის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი.

 

"დანდალო-ტაკიძეების სოფლის სამანქანე გზა გადაკეტა მეწყერმა. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაწმენდა. სოფელ ოქტომბრის დროებითი სახიდე გადასასვლელი მილი დაფარულია წყლით და მოძრაობა შეუძლებელია. ბათუმი-ახალციხის სამანქანე გზის ქედის მონაკვეთზე იყო ქვათაცვენა, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ აქუცის ხიდთან ჩამოწვა მეწყერი, ტერიტორია იწმინდებს. სოფელ დოლოგანში კარიერის ტერიტორიაზე ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სავარგულები. სოფელ გოგიაშვილებში მამუკა ალიშანიძის სახლთან ჩამოწოლილია მეწყერი, ამ დროისათვის სახლს საფრთხე არ ემუქრება. სოფელ ცხმორისის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი", - აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: