ეკა ბესელია: როდესაც ხელისუფლებას ჰყავს სახელისუფლებო კანდიდატი, ბუნებრივია მას ხელისუფლებაში ჰყავს მხარდამჭერები

ეკა ბესელია: როდესაც ხელისუფლებას ჰყავს სახელისუფლებო კანდიდატი, ბუნებრივია მას ხელისუფლებაში ჰყავს მხარდამჭერები

უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გადაცემაში  "2030" საგარეჯოში მედიკოსებთან დავით სერგეენკოს და თამარ ხიდაშელის ერთობლივ შეხვედრაზე საუბრობს. ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევა არ ყოფილა, შესაძლოა ეს არათანაბარი საარჩევნო გარემო იყოს, მაგრამ ბუნებრივი მოცემულობაა.

 

"შესაძლებელია ეს არის გარკვეული დისკომფორტის მატარებელი, როდესაც მეორე კონკურენტს არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს მხარდამჭერი მოქმედი მინისტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი ირღვევა. კანონი არის დაცული და არავის  უთქვამს, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა ხელისუფლებამ. შესაძლებელია ნამდვილად იყოს არათანაბარი საარჩევნო გარემო, მაგრამ ეს ბუნებრივი მოცემულობაა. როდესაც ხელისუფლებას ჰყავს სახელისუფლებო კანდიდატი, ბუნებრივია მას ხელისუფლებაში ჰყავს მხარდამჭერები. ხელისუფლებამ შეძლო ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება და ეს ყველამ ნახა ბოლო ორ არჩევნებზე. ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნდათ არჩევანის თავისუფლება."- განაცხადა ბესელიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: