იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მეტი პროგრესი უნდა დავინახოთ კანონის უზენაესობის დამოუკიდებლობის კუთხით

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მეტი პროგრესი უნდა დავინახოთ კანონის უზენაესობის  დამოუკიდებლობის კუთხით

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა.

 

"არსებითი პაკეტი, რომელზეც შარშან შევთანხმდით, ახლა რეალობად იქცა. თბილისში ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნა. საქართველოში, სწავლება AGILE  SPIRIT-ის დროს, ნატო-სა და ქართველი სამხედროები ერთად გავწვრთენით, გავაძლიერეთ პოლიტიკური კონსულტაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა და საქართველოც სწორ გზაზე დგას"-აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

 

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღწეული პროგრესი შეფასდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 

 

"ჩვენ მეტი პროგრესი უნდა დავინახოთ რეფორმების საკვანძო დარგებში, განსაკუთრებით კანონის უზენაესიბასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: