საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთს მომხდარი აფეთქების გამო მხარდაჭერას უცხადებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 10 ოქტომბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, ხოლო ასზე მეტი დაიჭრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უთანაგრძნობს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის ხელისუფლებასა და ხალხს.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, ასევე ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებულ ძალისხმევას ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში",-აღნიშნულია განცხადებაში.