ირაკლი ღარიბაშვილი აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პროცესს გაეცნობა

ირაკლი ღარიბაშვილი აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პროცესს გაეცნობა

ხვალიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკების და ასაფრენი ზოლის  რეაბილიტაცია იწყება.

 

ამასთან დაკავშირებით ხვალ, 12  ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად აეროპორტს ეწვევა და სამუშაოების დაწყების პროცესს ადგილზე გაეცნობა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და "ტავ ურბან საქართველოს" შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: