გიორგი კალანდაძეს დღეს დააპატიმრებენ?!

გიორგი კალანდაძეს დღეს დააპატიმრებენ?!

გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.


საუბარია 2011 წლის სექტემბრის მოვლენებზე, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზიოდზე.


შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე პროკურატურაში გუშინ საღამოს დაიბარეს და ბრალი 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


გიორგი კალანდაძისთვის უკვე მესამედ ბრალის წაყენება გაგა მკურნალიძის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ამ ბრალდებას გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი სასაცილოს უწოდებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: