დავით ნარმანია: ხალხმა უნდა შეაფასოს, მერი ეფექტურია თუ არაეფექტური!
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებიდან გამომდინარე თანამდებობა დატოვოს.
"რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა ობიექტურობას მოკლებულია... მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებიდან გამომდინარე, ჩემი თანამდებობა დავტოვო.
ხალხმა უნდა შეაფასოს, მერი ეფექტურია თუ არაეფექტური. არ ვაპირებ საკუთარი თავის შეფასებას. ერთი, რაც ვიცი, რა რესურსებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ვაკეთებთ - გაიძახით, რომ ცუდია და გადათხრილია ქალაქი. არ ვაკეთებთ და გაიძახოდნენ - მერია არ მუშაობს და არაფერს აკეთებსო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.