ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სასკოლო მზაობის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

სასკოლო მზაობის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

სასკოლო მზაობის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს 13:00 საათიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.


ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ პრესკონფერენცია გამართეს.


რეგისტრაცია 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამის განხორციელება კი თბილისის ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში 2 ნოემბერს დაიწყება.
სასკოლო მზაობის პროგრამა დედაქალაქის 159-ვე საბავშვო ბაღსა და 50 სკოლაში იმუშავებს.


როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნული პროგრამა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ერთ-ერთი მნიშველოვანია და მერია განათლების სამინისტროსთან ერთად პროგრამის მომზადებაზე აქტიურად მუშაობდა.


მისივე ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში მომზადდა ინფრასტრუქტურა.
დედაქალაქის მერის ცნობით, რეგისტრაციისას შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილების არჩევა ადგილმდებარეობის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა აღმზრდელის სახელმძღვანელო, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თვალსაჩინოებისთვის პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, შემუშავდა აქტივობების კრებული, ასევე მასწავლებლების სატრენინგო მოდული.
თამარ სანიკიძის თქმით, შექმნილი რესურის ხელმისაწვდომი იქნება საბავშვო ბაღებსა და სკოლებისათვის. პედაგოგების გადამზადებაში მონაწილეობა მიიღო UNISEF-მა.


მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ განაცხადა, აღსაზრდელები, რომლებიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დარეგისტრირებულები არიან 5-6 წლიან ჯგუფებში, სასკოლო მზაობის პროგრამას ბაღებში გაივლიან და ცალკე რეგისიტრაცია არ სჭირდებათ, ხოლო აღსაზრდელები, რომლებიც არ არიან დარეგისტირებული საბავშვო ბაღებში, დაბადებული არიან 2009 წლის 14 სექტემბრიდან, 2010 წლის 12 სექტემბრის პერიოდში, მათ საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ და განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილ საჯარო სკოლებში გაიარონ სასკოლო მზაობის პროგრამა. პროგრამა 30 კვირის განმავლობაში, დღეში 3 საათიან დატვირთვას გულისხმობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანია ბავშვის სხვადასხვა მიმართუებით განვითარება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავება, ასევე კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: