გიორგი ისაკაძე "Forbes Georgia"-ს მთავარი რედაქტორი და თანამფლობელი გახდება
პროექტ "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" მენეჯერი გიორგი ისაკაძე "Forbes Georgia"-ს მთავარი რედაქტორი და თანამფლობელი გახდება.
როგორც "Forbes Georgia"-ს ოფიციალური გვერდი წერს, ამის შესახებ განცხადება 12 ოქტომბერს, "Tbilisi Marriot"-ში "Forbes Georgia"-ს პარტნიორთა პრესკონფერენციაზე გაკეთდება.
პრესკონფერენციას გამართავენ "Forbes Georgia"-ს გამომცემელი მაია მირიჯანაშვილი და ყაზახური "Fორბეს"-ის გამომცემელი, ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი.
სს Media Partners-ის ("Forbes Georgia"-ს მფლობელი) აქციონერთა შემადგენლობა იცვლება და მისი 90%-ის მფლობელი ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი (United Asia Business) გახდება. დარჩენილ 10%-ს შეისყიდის გიორგი ისაკაძე (GI Media Group), რომელიც "Forbes Georgia"-ს მთავარი რედაქტორის პოზიციასაც დაიკავებს.
არმანჟან ბაიტასოვი, გარდა იმისა, რომ ყაზახეთის "Forbes"-ის გამომცემელია, ფლობს უმსხვილეს მედიააქტივებს – სატელევიზიო არხებს "Mუზზონე"-ს, "NBT"-სა და "TAH"-ს; ასევე ფლობს სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ "ICON"-ს, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი პოპულარული გამოცემისა და ჟურნალ-გაზეთის მეპატრონეა.