ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია "სოკარი" გადაიხდის

ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია "სოკარი" გადაიხდის

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია "სოკარი" გადაიხდის.

 

"ნავთობკომპანია "სოკარსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, "სოკარმა" კეთილი ნებით აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა ამა წლის 1 ნოემბერისთვის, თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილებით, დრო გაგრძელდა კიდევ ორი თვით, ანუ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შევნიშნავთ, რომ დახმარება ასევე გაუგრძელდათ სხვა რელიგიებსაც).

 

საქართველოს საპატრიარქო გულითად მადლობას უხდის "სოკარის" პრეზიდენტს, ბატონ როვნაგ აბდულაევს და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს ამ დიდი თანადგომისთვის", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: