ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და კანონიერ სასჯელს ელოდება
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა ირაკლი ოქრუაშვილი. ამ ინფორმაცია ადასტურებს "ქართული პარტიის" პრესამსახურის უფროსი ლია კამლაძე.
მისი განცხადებით, 13:00 საათზე დაგეგმილია ირაკლი ოქრუაშვილის სპეციალური ბრიფინგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლისსამართლის კოლეგია დღეს, 16:00 საათზე განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს.
"ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, რათა წარსდგეს მართმსაჯულების წინაშე და აღნიშნულ სხდომას დაესწროს. იგი აცნობიერებს, რომ სასამართლო პროცესის მიუხედავად, პატიმრობაში უნდა დარჩეს. საქართველოში დაბრუნებულმა საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა. დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები", _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შინაგანს საქმეთა სამინისტრო ცოტა ხანში გაავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების კადრებს.