ნოდარ ჯავახიშვილი: დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ კვლევებს!

ნოდარ ჯავახიშვილი: დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ კვლევებს!

ეს არ არის ისეთი კვლევა, რომ შევაფასოთ, ან გადავაფასოთ, - აღნიშნული განცხადება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა NDI-ის იმ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საცხოვრებელი პირობების შესახებ გამოკითხვას შეეხებოდა. 

 

"NDI-ის კვლევებს მე ძალიან დიდი ხანია ვუსმენ, ოღონდ ვიღაცას ძალიან უნდა უნდოდეს, რომ მაგაზე დასკვნები გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი კვლევა, რომ შევაფასოთ, ან გადავაფასოთ, იმიტომ, რომ გავიხსენოთ თუ გნებავთ წინასაარჩევნო კვლევები. "ნაცმოძრაობას" მხარდაჭერა 100%-მდე ჰქონდა. ასე, რომ როდესაც არსებობს ასეთი პრეცედენტები, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ კვლევებს, მით უფრო აჟიტირებისთვის არ ღირს. რაღაც დონეზე სამსჯავრო არის, მაგრამ მასზე მე დასკვნებს არ გავაკეთებ", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: