გუგული მაღრაძე: ნაციონალები აფიქსირებენ, რომ არსებობენ!

გუგული მაღრაძე: ნაციონალები აფიქსირებენ, რომ არსებობენ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ მათიპოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ქვეყანაში არსებობს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლებით სარგებლობს "ნაციონალური მოძრაობაც".

 

"ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი წინაპირობები აქვს, რაც საკმაოდ კარგად არის განსაზღვრული. არცერთი ამ პირობებიდან ახლა დღის წესრიგში არ დგას. ამიტომ, ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, არის პიარის ერთ-ერთი ხერხი. ისინი კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ არსებობენ. რაღაც ლოზუნგები ხომ უნდა წამოაყენონ და ჰქონდეთ რაღაცაზე ლაპარაკის შესაძლებლობა. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობები არ არის დღესდღეობით.

 

შესაძლოა, ქუჩის აქციები ჰქონდეთ. თუმცა, დიდი ხალხმრავლობით მათი აქციები არ გამოირჩევა. ოპოზიციაში ვიყავი გარკვეული წლები და ვიცი, რომ ასეთ აქციებზე მოსახლეობის შეკრება მხოლოდ იმ ფინანსურ რესურსზე არ არის დამოკიდებული, რაც შეიძლება გააჩნდეს "ნაციონალურ მოძრაობას". რაიმე სერიოზულ აქციებს მათი მხრიდან არ ველი. პატარ-პატარა აქციები შეიძლება ჰქონდეთ, ეს მათი უფლებაა. ძალიან კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი ვითრება, რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს აქვთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: