ელიზბარ ჯაველიძე:"ნაცები" საქართველოში სისხლისღვრის მოსაწყობად დიდ ფულს ხარჯავენ!

ელიზბარ ჯაველიძე:"ნაცები" საქართველოში სისხლისღვრის მოსაწყობად დიდ ფულს ხარჯავენ!

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს. ჯაველიძის განცხადებით, ის, რომ ნაციონალები ხელისუფლებას ძლიერ აკრიტიკებენ, სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან დამნაშავე ნაციონალებს ლოიალურად ეპყრობიან.

 

"ძალიან დემოკრატობს ეს ჩვენი მთავრობა! ძალიან ლოიალურად ეპყრობიან ნაცებს, ამერიკის დასანახავად!

 

ამერიკამ კალიგულაზე უფრო სისხლიან სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურა" იმიტომაც უწოდა, რომ ეს "ამერიკელების ძაღლიშვილი" გადაჭარბებით ასრულებდა პატრონების დავალებებს: ეტყოდნენ - ერთი კაცი მოკალიო - ხუთს კლავდა, ეტყოდნენ - ქართულ ტრადიციებს გადააჩვიე ხალხიო, ის - მთლიანად ქართულ სულიერებას უპირებდა "ჩარეცხვას"!

 

როდესაც ნაცები და მათი დაქირავებული ასო-ები გაიძახიან - "ბიძინა, წადიო!", ეს ნიშნავს - "მიშა, მოდიო!" მითხარით ერთი, ნორმალური ადამიანი სააკაშვილის მოსვლაზე სიტყვას დაასველებს?!

 

მე პირდაპირ ვამბობ ნაცები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოში სისხლისღვრის მოსაწყობად! და ეს ფული სწორედ იმ ნაძარცვი მილიარდებიდან არის, სააკაშვილმა და მისმა ბანდამ რომ გაიტანეს საქართველოდან! დიახ, ნაცები ჩვენივე ფულით გვიპირებენ ამოძირკვასა და განადგურებას!"- აღნიშნავს ჯაველიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: