NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუცია და დეკლარაცია. 

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს შერჩევითი სამართლის გამოყენება. 

 

"ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციები (ახლა უკვე 3 საპარლამენტო ასამბლეა) მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება და შერჩევითი სამართლის გამოყენება ოპოზიციის მიმართ და არ დაუშვას თავისუფალი მედიის შეზღუდვა. არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს ისევე როგორც პუტინს, ეს რეზოლუციები აღელვებს და რამეს მართლა შეცვლის, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია" - აცხადებს ბარამიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: