ნოდარ ჯავახიშვილი: არ ვიცი რა ინფორმაცია აქვს პრეზიდენტს ენერგეტიკის თვალსაზრისით

ნოდარ ჯავახიშვილი: არ ვიცი რა ინფორმაცია აქვს პრეზიდენტს ენერგეტიკის თვალსაზრისით

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა ინფორმაციას ფლობს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

ჯავახიშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა აინტერესებს, მთავრობა სავარაუდოდ მზად იქნება მას ეს ინფორმაცია გაუზიაროს.

 

"არ ვიცი პრეზიდენტს რა ინფორმაცია აქვს, რა საშიშროება გვაქვს ენერგეტიკის თვალსაზრისით. თუ რაიმე ისეთი ინფორმაციაა, შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ თუ აინტერესებს დღეს შექმნილი მდგომარეობა, ალბათ მთავრობა მზად იქნება მას ეს ინფორმაცია გაუზიაროს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: