ალექსი პეტრიაშვილი: სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სასამართლოს თავისუფლებაზეც მიმდინარეობს შეტევა

ალექსი პეტრიაშვილი: სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სასამართლოს თავისუფლებაზეც მიმდინარეობს შეტევა

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე და სიტყვის თავისუფლებაზე ხდება, არამედ სასამართლო დამოუკიდებლობაზე.

 

პეტრიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიმართ ხელისუფლება ბინძურ და სასტიკ მეთოდებს იყენებს. ამ შემთხვევაში, როგორც პეტრიაშვილი ამბობს, საუბარია კურიერის ეთერით გახმაურებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 2 წლის წინანდელ საქმეზე მოსამართლის დედის მისამართით გამოძიება დაიწო.

 

"ეს დეტალი აჩვენებს, რომ დღეს სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სასამართლოს თავისუფლებაზეც მიმდინარეობს შეტევა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს ვაცალოთ გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხდება. ხელისუფლება ეხლა მართლა ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად წამოწეული თემები შუქდება და აქცენტები პოზიტივზე არ კეთდებაო. მინდა, ვთქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ხელოვნურად წამოწეული თემები არ არის",  აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: