ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიგლა ბარამიძე: "ნაცებმა" იმდენი ოჯახი გააუბედურეს, ამ ტალახს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ

გიგლა ბარამიძე: "ნაცებმა" იმდენი ოჯახი გააუბედურეს, ამ ტალახს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ

"რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების სისუსტეზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები ნაცების მხარდამჭერებად მოგვევლინებიან", - ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს ვერ გამოისყიდის.

 

"მათ ისე გაამწარეს ხალხი და იმდენი ოჯახი გააუბედურეს, ამ ტალახს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ. იმ ლურჯი მელასი არ იყოს, ლურჯი საღებავით გადაღებვაც არ უშველით", - განაცხადა ბარამიძემ.

 

მისი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე "რესპუბლიკელები" "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორები არიან.

 

"რესპუბლიკელები" ნაცების "დაუძინებელი მეგობრები" არიან. რესპუბლიკური პარტია "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნას თავის გასაძლიერებლად იყენებენ", - აღნიშნა ბარამიძემ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: