შედგება თუ არა ზავი ისრაელსა და "ჰამასს" შორის?

შედგება თუ არა ზავი ისრაელსა და "ჰამასს" შორის?

ისრაელის ხელისუფლება და ტერორისტული მოძრაობა "ჰამასი" შეიარაღებულ კონფლიქტში ზავის მიღწევის კონკრეტულ პირობებს აყენებენ.


როგორც "ჰამასის" ლიდერი ჰალედ მაშაალი აცხადებს, იგი ისრაელისგან სარაკეტო იერიშების შეწყვეტასა და "აგრესიისა და მკვლელობების" შეჩერებას მოითხოვს.


თავის მხრივ ისრაელი მოითხოვს ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და გარანტიებს, რომ "ჰამასი" შეწყვეტს იარაღის შეძენას.


ისრაელმა კონფლიქტის შუამავალს _ ეგვიპტეს აცნობა, რომ თუ პალესტინელები არ შეწყვეტენ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას, მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაფართოვდება.


როგორც ისრაელის ფინანსთა მინისტრმა – იუვალ შტაინიცმა განაცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ღაზის სექტორში შესაძლებელია, ქვეითი ჯარიც შევიდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: