ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თინა ხიდაშელი: აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი დანაშაული !

თინა ხიდაშელი: აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი დანაშაული !

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის მხრიდან ძალიან ბევრი დარღვევა მოხდა, რაც აუცილებად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე გასამართლებული.

 

ამის შესახებ ხიდაშელი განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ჰააგა

ორი სიტყვით მინდა შევეხმიანო

რამდენიმე დღიანი განშორების შემდეგ ფბ-ს დავუბრუნდი დღეს და ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი.

იმედია შევცდი, მაგრამ ორიოდე სიტყვას მაინც დავწერ

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში

რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე / სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.

1. დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს როდესაც ვისმენთ რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა პროკურორს რა უნდა ეთქვა წუნსაწარ ვიცი რუსებმა ეთნო წმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო?

დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამ`ძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი რომელიც ჩადენილი იყო თავისი მაშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს.

ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული დარწმუნებული ვარ მოსამართლის ვერდიქტამდე მივა

2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს თუ მოვისმენთ რომ ჩატარებული გამოძიება არა-ეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. ბყ დეფაულტ არა ეფექტურია გამოძიება რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს. აღარ გავაგრძელებ.

ისე რომ ნორმალურია, და სწორედ ამ არგუმენტს ვიყენებდი მე პირადად და ჩემი მეგობრები როდესაც ვარწმუნებდით პროკურორს რომ უნდა ჩართულიყო.

3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე "სოროსელებმა" და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის რაც შესაძლებელი იყო.

და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბერს გადავეცით ჰააგაში.

მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის.

საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია.

დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა. და ეს ცალსახად მისასალმებელია."- აღნიშნავს მინისტრი. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: