ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მამუკა არეშიძე: მავანისთვის პანკისის ხეობა საყრდენად აღარ გამოდგება ...

მამუკა არეშიძე: მავანისთვის პანკისის ხეობა საყრდენად აღარ გამოდგება ...

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე საქართველოს როლს აფასებს. არეშიძის განცხადებით, ისლამურ სახელმწიფოსა და მის წინააღმდეგ  მომართულ სახელმწიფოებს შორის საქართველოს არც თუ უმნიშვნელო როლი გააჩნია, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარებს, თუმცა მთავარია ამ ბრძოლაში საქართველო პასიური იყოს და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.

 

ამის შესახებ მამუკა არეშიძემ გადაცემაში "2030" ისაუბრა.

 

"თუ "ისლამურმა სახელწიფომ" შეინარჩუნა სიძლიერე, მომდევნო დარტყმის საგანი გახდება შუა აზია და შემდეგ კავკასია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამ ვითარებაში "ისლამურ სახელმწიფოს" რესურსი ეყოს ორი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისთვის. ტერორისტულ აქტებს რაც შეეხება, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში არსებულ უცხოურ წარმომადგენლობებზე თავდასხმები განხორციელდეს.

კოალიცია პრაქტიკულად ორია. ერთია აშშ-ს მიერ ინიცირებული, მეორე - რუსეთის. რუსეთი იბრძვის შიიტებთან ერთად სუნიტების წინააღმდეგ, ხოლო აშშ - სუნიტებით შიიტების წინააღმდეგ. ჩვენთან ცხოვრობენ ერთნიც და მეორენიც. საქართველომ არავითარ შემთხვევაში განსაკუთრებული აქტიურობა არ უნდა გამოიჩინოს. რასაკვირველია, გვერდით უნდა დაუდგეს მსოფლიოს გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იქ მონაწილეობას. საქართველო უნდა იყოს პასიური აქტიურად."- განაცხადა არეშიძემ და პანკისის ხეობის შესახებაც ისაუბრა.

 

"პანკისის ხეობა საყრდენად აღარ  გამოდგება მავანისთვის. ის ტრადიციული მექაა გარკვეული ჯგუფებისთვის, თუმცა, იმ ფუქნციას, რასაც რამდენიმე წლის წინ ასრულებდა, აღარ ასრულებს. საერთოდ, პანკისისაგან მტრის ხატი ქართულმა საზოგადოებამ და უცხოურმა მედიამაც ტყუილად შექმნა."- აღნიშნავ მამუკა არეშიძემ. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: