აკაკი ბობოხიძე: ოქრუაშვილის დაბრუნებას მივესალმები
,,ნებისმიერი ქართველის საქართველოში დაბრუნებას მივესალმები. ბუნებრივია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში ჩამოვიდა და ამ ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება, დაადგინოს ან არ დაადგინოს იმ ბრალის საფუძვლიანობა, რომელიც წაყენებული იყო ოქრუაშვილის მიმართ“.
ამის შესახებ „ივერიონთან“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოქრუაშვილს ბრალი ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით ჰქონდა წაყენებული.
„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღიებს ახალი სასამართლო, თუმცა ძალიან არ მომწონს, როცა მოქმედი იუსტიციის მინისტრი წინასწარ აცხადებს ვიღაცაზე, რომ ის დამნაშავეა ან არ არის დამნაშავე", - ამობობს აკაკი ბობოხიძე.
კითხვაზე, გამოუცხადებს თუ არა სასამართლოს ნდობას, იმ შემთხვევაში თუ ოქრუაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება გამოტანილი, ბობოხიძე პასუხობს: „გააჩნია, რა სამართლებრივი მტკიცებულების საფუძველზე იქნება მსგავსი გადაწყვეყილება მიღებული“.