ეკა ბესელია: წინასწარ განსაზღვრა იმისა ვის ბრალეულობას დაადგენს ჰააგის სასამართლო, რთულია

ეკა ბესელია: წინასწარ განსაზღვრა იმისა  ვის ბრალეულობას დაადგენს ჰააგის სასამართლო, რთულია

"წინასწარ განსაზღვრა იმისა, ვინ შეიძლება იყოს პასუხისგებაში მიცემული და ვის ბრალეულობას დაადგენს ჰააგის სასამართლო, რთულია", - ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავადა იმისა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

 

"თუ დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი იყო ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება ომის დროს და ამას დაადგენს ჰააგის სასამართლო, კონკრეტულ დამნაშავე პირებს პასუხისგებაში მისცემს", - განაცხადა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: