ირაკლი ღარიბაშვილი:ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა უზრუნველვყო ინვესტიციების წარმატება!
პირობას ვდებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ვუზრუნველყო თქვენი ინვესტიციების წარმატება და მხარი დაგიჭიროთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მონაწილეებს.
პრემიერმა ფორუმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე არსებობს საქმიანი თანამშრომლობისა და ვაჭრობის უდიდესი პოტენციალი.
"არსებითად, სწორედ ბიზნესი იქნება აბრეშუმის გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. თქვენ ააგებთ ქვეყნებს შორის მეტად აუცილებელ ხიდებს და საფუძველს ჩაუყრით ხანგრძლივ მშვიდობიან თანამშრომლობას.
ნამდვილი პირველაღმომჩენები სწორედ ბიზნესმენები არიან, ხოლო ჩვენ, პოლიტიკოსები, როგორც წესი, თქვენს კვალს მივდევთ. დადგა დრო, აბრეშუმის გზაზეც ხელი შევუწყოთ ამ პირველაღმომჩენთა სულისკვეთებას. დღეს შეკრებილი ოფიციალური პირების სახელით, ვდებ პირობას, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა უზრუნველვყო თქვენი ინვესტიციების წარმატება და მხარი დაგიჭიროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გუშინ ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის გაყოლებაზე თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, დღეს კი ძირითადად საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის სავაჭრო ცენტრის როლის განხილვა მოხდება.