ისრაელს მხარდაჭერას აქციით გამოუცხადებენ
დღეს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარსა და სინაგოგას შორის მდებარე სკვერში ისრაელის მხარდამჭერი მუსიკალური აქცია "მეგობრობა გზად და ხიდად" გაიმართება.
ამის შესახებ საქველმოქმედო კავშირის - "კეთილი ფონდის" დირექტორმა დავით გაჩეჩილაძემ "ფრონტ ნეწს"-ის პრესკლუბში განაცხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარკვლავები: - მერაბ სეფაშვილი, ია ჩანტლაძე, ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, ნეკა სებისკვერაძე.
"დღევანდელი საღამო ქალაქური, თბილისური არომატით იქნება გაჟღენთილი, შესრულდება ისეთი სიმღერები, როგორიც ძველ უბანს, შარდენს, სოლოლაკს, კალას შეეფერება. თავისი ისტორიის განმავლობაში ისრაელის სახემწიფო ბევრჯერ დახმარებია საქართველოს. ჩვენც გადავწყვიტეთ, მორალურად დავუდგეთ მათ გვერდით ბოლო დროინდელი მოვლენების განვითარების გამო", _ აღნიშნა ფონდის დირექტორმა.
მანAაღნიშნა, რომ სიონსა და სინაგოგას შორის "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია გაიმათება.