კახა კალაძე:ტყიბულის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელებით 200 მლნ კუბური მეტრი გაზი დაიზოგება
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ტყიბულში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, ეს იქნება 150 მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგური და პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბოელექტროსადგური იმუშავებს საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადიგლების შექმნას, როგორც ნახშირის მოპოვების, ასევე თბოლექტროსადგურის მშენებლობის პროცესში. შემდეგ, როდესაც პროექტი დასრულდება, შეიქმნება მუდვიმი სამუშაო ადგილები. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგისთვის, ამ პროექტის განხორციელებით, დაახლოებით მილიარდი კოლოვატი საათი ელექტროენერგიის გამომუშავება იგეგმება და დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი დაიზოგება, რომელიც ნახშირით ჩანაცვლდება", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის დარგში, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელედება, რაც 70-იანი წლების შემდეგ საქართველოში აღარ ყოფილა.