დიმიტრი ლორთქიფანიძე: ირაკლი ოქრუაშვილი პროცესებში ლეგიტიმურად ჩაერთო

დიმიტრი ლორთქიფანიძე:  ირაკლი  ოქრუაშვილი პროცესებში ლეგიტიმურად  ჩაერთო

„ირაკლი ოქრუაშვილი ელოდა პოლიტპატიმრის სტატუსს,  სწორედ ამიტომ ჩამოვიდა  და ლეგიტიმურად  ჩაერთო პროცესებში“, - განაცხადა „ივერიონთან“  დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


მისივე განმარტებით,  ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, გიგუაშვილთან ერთად არის დაკავებული და   გლდანის მე-8  სასჯელაღსრულბის  დაწესებულებაში იმყოფება.


 „არა მგონია, პროცესები გაჭიანურდეს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ოქრუაშვილის დაკავებამ   საზოგადოების დიდი  ინტერესი გამოიწვია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,-  ამბობს ლორთქიფანიძე.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში  დაბრუნდა.  დღეს იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლითაა აღძრული. 


 "ბოლო წლების განმავლობაში ორი მიზანი მქონდა. ერთი მიშა მოგვეშორებინა და მეორე სახლში დავბრუნებულიყავი. მიშას მოშორება უკვე ნაწილობრივ ბოლომდეა მიყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვების მიერ არის გაკეთებული, ცოტა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი. შეიძლება მოვითხოვო, რომ ზუსტად იქ ვიყო, სადაც ნაძირალა ახალაია ჰყავთ", - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ახალ მთავრობას საკმარისი დრო აქვს, "ნაციონალური" მთავრობის წევრებს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი მოსთხოვოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: