გადადგეს თინა ხიდაშელი!

გადადგეს თინა ხიდაშელი!

   უფლებადამცველებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ზაზა დავითაიამ საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით განცხადება გაავრცელეს და თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

   „საქართველოს თავდაცვის მინისტრი წამებაში მონაწილე პირების და სისხლიანი რეჟიმის დასჯის მაგივრად კადრების გამავრცელებლების მოძიებას და დასჯას მოითხოვს. ის არ იზიარებს ქართველი საზოგადოების აზრს, ამიტომ მოვითხოვთ, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა დაუყოვნებლივ დატოვოს თავდაცვის მინისტრის პოსტი და პარტია, რომელმაც ის წარადგინა პარლამენტარად. ის არ იმსახურებს არც ხალხის  ნდობის მანდატს და არც მინისტრის პორტფელს. ასევე უნდა დატოვონ თანამდებობები იმ პირებმა, რომლებიც ანალოგიურად აზროვნებენ და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. დღეს თინა ხიდაშელისნაირი ადამიანები იმაზე წუხან, სააშკარაოზე რატომ გამოიტანეთეს კადრებიო და არა იმაზე, რომ ეს საშინელი, სადისტური დანაშაული საქართველოში ხდებოდა. ეს არის დანაშაულის მიჩქმალვა და ხიდაშელი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: