ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი შოთაძე:ყველა დამნაშავე პირი, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას გარდა მსჯავრდებულია

ირაკლი შოთაძე:ყველა დამნაშავე პირი, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას გარდა მსჯავრდებულია

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე ირაკლი შოთაძემ უკრაინულ პორტალზე გავრცელებული ე.წ. კასრების ვიდეოკადრების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულში დამნაშავე ყველა პირი, გარდა მიმალვაში მყოფი მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასი, მსჯავრდებულია.

 

"ვერ გიპასუხებთ, როგორ მოხდა ამ საზარელი ვიდეოკადრების ატვირთვა უკრაინულ პორტალზე. ამაზე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება და იმედი მაქვს, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება სისხლის სამართლის ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, ბრალდების მხარემ ძალიან დიდი და ხანგრძლივი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ამ საზარელი წამების და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი პირები დასჯილიყვნენ კანონის სრული სიმკაცრით და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, სადაც ჩვენ სქესობრივ ძალადობასა და წამებაში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის დამძიმებას ვითხოვთ.

ასე რომ, ამ ეტაპზე გარეთ არავინ არ არის. წამებაში და სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე ყველა პირი დღეს მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გარდა ორი პირისა - მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასი, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან და ამჟამად მათზე მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

შოთაძის განცხადებით, ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, როგორ გავრცელდა კადრები მედიასივრცეში, როცა ის პროკურატურაში ინახება, თუმცა, რეალური მსჯელობა გამოძიების გარეშე შეუძლებელია.

 

"ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ჰქონდა ეს კადრები. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ მანამდე, ვიდრე გამოძიების ხელში აღმოჩნდებოდა, ეს კადრები ჩაფლული იყო მიწაში და ამ კადრების გადაღება მოახდინეს არაკეთილსინდისიერმა და მოძალადე მოხელეებმა. შესაბამისად, ვარაუდი, თუ ვისთან იყო და ვისთან ინახებოდა ეს კადრები, ძნელია. ძალიან ბევრ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა, თუმცა, ამაზე რეალური მსჯელობა გამოძიების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: