ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ეკა ბესელია: ბაჩანა ახალაიას და სხვა პირებსაც, სწორედ წამების მუხლით აქვთ გამოტანილი განაჩენი!

ეკა ბესელია: ბაჩანა ახალაიას და სხვა პირებსაც, სწორედ წამების მუხლით აქვთ გამოტანილი განაჩენი!

"ბაჩანა ახალაიას და სხვა პირებსაც, სწორედ წამების მუხლით აქვთ გამოტანილი განაჩენი, თუმცა, საჩივრები გაცილებით მეტია."- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემაში "2030" წინა ხელისუფლების მიერ, სისტემური დანაშაულებების ჩადების შესახებ საუბრისას.

 

"2013 წელს მოვამზადეთ ვრცელი დასკვნა და შევაფასეთ რა ხდებოდა 2004-12 წლებში ადამიანის უფლებების კუთხით და დავასკვენით, რომ იყო სერიოზული სისტემური დანაშაული. სხვათაშორის, ბაჩანა ახალაიას და სხვა პირებსაც, სწორედ წამების მუხლით აქვთ გამოტანილი განაჩენი, თუმცა, საჩივრები გაცილებით მეტია." - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ წამების საქმეებზე მსაჯვრდებულებთან საპროცესო გარიგება  ვერ შედგება, რადგან ეს შეუძლებელია.

 

"კონკრეტული საქმეების განხილვა პარლამენტში არ ხდება, ეს პროკურატურის საქმეა, ამიტომ, მე არ შემიძლია პასუხი გავცე იმ კითხვებს, რაზეც პროკურორი უნდა საუბრობდეს. ჩვენი მიდგომა ასეთია - წამების საქმეებზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გამოყენება, ამიტომ, პარლამენტმა კანონმდებლობაში გაამკაცრა მთელი რიგი ნორმები." - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: