„ვაის გაგვყარე“ და „უის შეგვყარე“ ხომ, ბატონო ბიძინა?!
არადა და როგორი იმედით, როგორი აღტაცებით და აღმაფრენით გიკრავდა ტაშს მთელი საქართველო!
გულწრფელად გვჯეროდა თქვენი!... მოფერებით და სიყვარულით „ბიძოთი“ მოგიხსენიებდით, საახლობლოსა და სამრგობროში! უუამრავი დაპირებებიდან და „ფოჩებიანი კამფეტების“ დარიგებიდან, ყველაზე მეტად ის გვიხაროდა, მებრძოლი და სამართლიანი, უშიშარი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული გუნდით მოხვიდოდით, მოგვაცილებდით სააკაშვილს, თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, სისხლი რომ გაგვიშრო, ჯვარს რომ გვაცვა, თავმოყვარეობა რომ შეგვილახა და დაგვამცირა... ერი თუ ბერი!
ყველაფერს ავიტანდით და მოვითმენდით, ბატონო ბიძინა: შიმშილს, უშუქობას, უწყლობასაც, მაგრამ ერის მტერს თუ ხელს დააფარებდით, ამას როგორ ვიფიქრებდით?
ვერ ვიფიქრებდით და არც არასოდეს შევეგუებით!
აი, ამიტომ გვტკივა გული და გვახრჩობს ბოღმა! მშიშარა და მხდალი ხალხი შემოიკრიბე გარშემო, ბატონო ბიძინა! „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ვერ გაუმკლავდებოდნენ უკვე ერთ წელიწადში მივხვდით და თქვენმა გაქცევამ ბრძოლის ველიდან ხომ საერთოდ მოგვსპო, დაგვთრგუნა და გაგვაცამტვერა!
გავიდა სამი წელი... სულ უკან უკან მიდის ცხოვრება! ამ მთავრობას და პარლამენტს რომ ჰკითხო, რაც ოც წელიწადში არ გაკეთებულა, „ქართულმა ოცნებამ“ სამ წელიწადში გააკეთა, რა უმადური ხალხი ყოფილხართო, აქეთ გვსაყვედურობენ! ალბათ თქვენც გაგიგიათ: ხალხი ბრძენია, ბატონო ბიძინა! გაჩუმებული და პირში წყალჩაგუბებული რომ არის ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სეთურის კაცები“ გახდნენ! ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი გვესმის - ყველაფერს რომ ვხედვთ და ვაცნობიერებთ, იმიტომ გვაქვს გულები გახეთქვაზე!
ავადმყოფობის რემისიაში გადაყვანა, მორჩენას და განკურნებას არ ნიშნავს! სიმსივნე თუ დროზე არ ამოკვეთე, მეტასტაზები იცის და მერე მოგჭამა ჭირი, განწირულია პაციენტი! არ ვართ ჩვენ კერპთაყვანისმცემლები და არც მესია გვგონიხართ! უბრალოდ ნდობის ფაქტორი იყო ძალიან მაღალი!
არადა, სამი წელი გავიდა და ძველებურად შესანიშნავად გრძნობენ თავს კრიმინალი ნაციონალები - თქვენ კი „სამართლიანობის აღდგენით“ გვაიმედებდით!
სად არის აღდგენილი სამართალი, ბატონო ბიძინა?! მიიხედ მოიხედეს მიშას „ლეკვებმა“ დაინახეს, დასავლეთი უჭერთ მხარს, აქ კი დოყლაპიებით გაივსო პარლამენტი, თქვენ რომ უმრავლესობა გგონიათ! არ უნდათ ზოგადსაჯკაცობრიო და ეროვნულ ნიადაგზე მორგებული კანონების მიღება. „რევოლუციონერი“ მიშა სააკაშვილი, პრეზიდენტის და ხელისუფლების დამმხობი, კრიმინალი და ქვეყნის ამომგდები უკრაინაში კომფორტულად გრძნობს თავს!
ის კი არა და „სარატნიკები“ გაიჩინა, ძველი „პადდელნიკები“ კი სარფიანად დაასაქმა და იქიდან უძღვება „აღლუმს“ საქართველოში!
სულაც არ გრძნობს სინდისის ქეჯნას, დაკარგული ტერიტორიების, ნაწამები და დახოცილი უდანაშაულო ადამიანების, წართმეული ბიზნესების, დატერორებული ჟურნალ- გაზეთების და ტელევიზიების, 26 მაისისა და 7 ნოემბრის გამო! ვერ ხედავთ, აქეთ შემოგიტიათ, ბატონო ბიძინა? გემუქრებათ კიდეც - არა მარტო იგი, მისი „შესტიორკებიც“ იმდენად გაგითამამდნენ, რას არ გაკადრებენ: გლანძღავენ, მიწასთან გასწორებენ! „ქართული ოცნების“ ყველა შეცდომას თავის სასარგებლოდ იყენებენ!
...და მოხდა ის, რასაც ჩვეულებისამებრ, „ნაციონალები“ აკეთებდნენ: - როგორც ხალხში ამბობენ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ხელისუფლებამ, საგულდაგულოდ, „შავი დღისთვის“ გადანახული, კომპრომატები, შოკისმომგვრელი ვიდეოები გაასაჯაროვა! ეს რომ არ ექნა, არჩევნები კარს მოადგათ და რეიტინგ დაკარგული „ქართული ოცნება“ ვეღარც პარლამენტს ეღირსებოდა და ვეღარც სახელისუფლებო ბერკეტებს შეინარჩუნებდაო, ამბობენ ხალხში! იმ ხალხში, რომელიც შენ გენდო და შენი დაიჯერა!
იბადება კითხვა: ეს უტყუარი სამხილები თუ გქონდათ ნანახი ჯერ კიდევ ორი წლის წინ, რატომ არ ატეხეთ განგაში? რატომ არ შეძარით მსოფლიო? რატომ, რატომ, გეკითხებით?
იცით რატომ გაჩუმდა „პარტია და ხელისუფლება“? თავს იზღვედა! „ფორსმაჟორისთვის“ ინახავდა „მძიმე არტილერიას“! იცოდნენ რა მთხლეებიც ყავდათ „სასტავში“ და ამიტომ ინახავდნენ კომპრომატებს! მე ის მიკვირს, მედია რატომ დუმდა? პირადად მე არ ვყოფილვარ იმ დახურულ „პრასმოტრზე“, მაგრამ ბევრი ჟურნალისტი და რედაქტორი იყო, რომლებიც დამუნჯდნენ და დაყრუვდნენ! მრცხვენია, ჩემი კოლეგები რომ ქვიათ! თქვენმა გუნდმა, ირმა ინაშვილის მონდომებით, შარშანაც ჩაიგდო და გაასაჯაროვა ციხის გამაოგნებელი კადრები. იცოცხლეთ, დაიწერეს ქულები და გაინაღდეს ხმები! უმრავლესობის სტატუსიც გაინაღდეს. ვიცი რასაც მეტყვით, სააკაშვილს და ნაციონალებს დასავლეთიდან ისეთი „კრიშა“ იცავდა, „მიჯირყვნა“ არ ამცდებოდაო! პოლიტიკა და სახელმწიფოში პირველი კაცობა, ბრძოლა და ფრონტია და ამ ბრძოლაში თუ შეგნებულად გადაეშვი, ხან „ჩინგიზ ხანი“ გეყოლება მეტოქედ და ხანაც „ალექსანდრე ნეველი“!
ბატონო ბიძინა,
ისევ დაიშოკა ხალხი გამაოგნებელი ვიდეოების ნახვით და თუ რამე სიკეთეს მოუტანს მაგ კადრების გასაჯაროება ამ დაქცეულ ქვეყანას, თუ საქმეს წაადგება... რა ვიცი აბა, რა გითხრათ? თუმცა, არ მგონია ამ „მკდვრებმა“ ვინმე დასაჯონ! ისევ ან „ბორის გოდუნოვი“ შეაშინებთ, ან „აბრამ ლინკოლნი“!
ნეტამც ვცდებოდე!
თამაზ ჭეიშვილი
P.S. არც ის არის გამორიცხული, ბრძოლა პარლამენტში მოსახვედრად თვით დაჯგუფებებად დაყოფილ „ნაციონალებს“ შორის ხდებოდეს. ვიდეოჩანაწერებზე, პირველ რიგში, ხომ მათ მიუწვდებათ ხელი და ახალი სახელწოდებით წარმოდგენილი,ან სხვებს მიტმასნილი რომელიმე დაჯგუფება, ცდილობს „ჩაძიროს“ მათი ყოფილი თანაგუნდელები, რომელსაც NDI და IRI „აპრავებს“.
ერთი სიტყვით: „ქვეყანაშია ფერები მუქი“... ისევ და ძველებურად!