თედო ჯაფარიძე: არ იქნებოდა ურიგო, ამ მოსმენაზე მოგვეწვია ჩვენი ელჩი ევროკავშირში

თედო ჯაფარიძე:  არ იქნებოდა ურიგო, ამ მოსმენაზე მოგვეწვია ჩვენი ელჩი ევროკავშირში

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალია საბანაძის პარლამენტში მისვლას ითხოვს. 

 

საბანაძის მოსმენის სურვილი თედო ჯაფარიძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოთქვა, სადაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს უსმენენ. 

 

"ამ მოსმენაზე არ იქნებოდა ურიგო, მოგვეწვია ჩვენი ელჩი ევროკავშირში, ვინაიდან ელჩს აქვს უამრავი ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ამას ალბათ ჩვენი შეცდომა დავარქვათ, თუმცა ვთხოვთ საგარეოსაც, რომ შემდგომ მოსმენებზე ეს გავითვალისწინოთ. ნატალია საბანაძის, ძალიან კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანის აქ ყოფნა, მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: