ლუარსაბებო და დარეჯანებო, გაიღვიძეთ!

ლუარსაბებო და დარეჯანებო, გაიღვიძეთ!

სამი წელი ველოდეთ სამართლიანობის „აღდგენას“! „რა ყველაფრის გაკეთება ივანიშვილის ხელით გინდათო?“ - გვიკიჟინებენ. - მიდექით, მოდექით, გამოდით ქუჩაში, სტაცეთ ხელი და ცხვირპირი დაუნაყეთ იმათ, ვინც 9 წელი სისხლს გიშრობდათო! 

 

კი ბატონო, ნაციონალებისგან დატანჯული საზოგადოება თავადაც გამოუტანდა „ვერდიქტს“ და „წირვას“ იმათ, ვინც აბუჩად გვიგდებდა, ჩვენ სისხლს სვამდა და მაინც ვერ გაძღა! ჩვენ თვითონ მოვუვლიდით კრიმინალებს 2012 წელს მოსულები რომ არ დაგვპირებოდნენ სამართლიანობს აღდგენას! დაგვპიდნენ და ჩვენც ველოდით! 

 

დავუჯერეთ, ვენდეთ! მოთმინებით ველოდით! 

 

დიახ, სამი წელი ველოდეთ. განა ცოტაა სამი წელი? განა არ შეგვეძლო „ლინჩის წესით“ გაგვესამართლებინა ნაძირალები, მაგრამ ცივილურობის ჩარჩოებში დარჩენა ვარჩიეთ,  ადამიანური სახის შენარჩუნება ვარჩიეთ , მიუხედავად იმისა, არაკაცებთან გვქონდა საქმე! 

 

მოგვატყუეს, 2012 წელს მოსულებმა! გაგვწირეს, ფეხებზე დაგვიკიდეს!  საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობით დაკავებულებმა დაივიწყეს, ქვეყანაზე  სამართლიანობა რომ უნდა არსებობდეს! ეტყობა, საკუთარი კომფორტის ძიებაში დაღლილ-დაქანცულებმა ვეღარ „მოიცალეს“ ჩვენთვის! 

 

აგერ, შოკისმომგვრელი ახალი ვიდეობი გამოჩნდა! არ მესმის, ჩვენი მოთმინების შემოწმება და გამოცდა ხდება? 

 

თუ ასეა, სამართალი არსოდეს დაბრუნდება ამ ქვეყანაში! თუ ასეა, მაშინ, ჩვენვე მივხედავთ შელახულ ღირსებასო! ჩვენ გამოვუტანთ განჩენს სადისტებსო! 

 

პირველ რიგიში, სააკაშვილის მიერ უსამართლოდ ციხეში ცამომწყვდეული და ნაწამები ათასობით ყოფილი პატიმარი და მათი ოჯახის წევრი გამოვა ქუჩაში! გამოვა ყველა დამცირებული და გაძარცვული ადამიანი! დამცირებული და გაძარცვული კი ყოველი მეორე ოჯახია საქართველოში! ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო დაპირისპირება, შეგნებულად ვერიდებით, მაგრამ... არ გვინდა ომი და სისხლის ღვრა, მაგრამ, ომისკენ გვიბიძგებენ! ვიცით რასაც ნიშნავს და რა მოაქვს ომს და იმიტომ არ გვინდა! როდემდე ველოდოთ ამ „ლუარსაბების“ და „დარეჯნების“ გამოღვიძებას? ან გამოიღვიძებენ კია ოდესმე?!  

 

მიუხედავად იმისა, განახევრდა ჩვენი გაუბედურებული ერი, იმდენი მაინც მოვგროვდებით, სიმრავლით მაინც დავანახოთ მტერსა და მოყვარეს ჩვენი პროტესტი! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

P.S. არ შემიძლია არ გავახმაურო ის ეჭვი, რომელიც დიდი ხანია მუსირებს და ხმამაღლა, საჯაროდ, თქმას ყველა ერიდება: ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ და ყველა, ვინც 2012 წელს მოვიდა ასეთ მზრუნველობას და ლოიალობას რომ იჩენს კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ და პროვოკატორ „რუსთავი 2“- ის მიმართ, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას, კომპრომატების ამ „ვირტუოზს“ , „მონაცემთ ბაზაში“ დაკონსერვებული აქვს ისეთი გამაოგნებელი ვიდეო და აუდიო მასალა, რაც სამუდამოდ დაასამარებს „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმათ ,  ვინც ასე გულუხვად აფრქვევდა დაპირებებს 2012 წლის არევნების დროს?

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: