გიორგი თავდგირიძე: ვეჭვობ, ოქრუაშვილს უკანონო სამხედრო ფორმირებები შეექმნა

გიორგი თავდგირიძე: ვეჭვობ, ოქრუაშვილს უკანონო სამხედრო ფორმირებები შეექმნა

„ირაკილი ოქრუაშვილს უფლება აქვს იყოს საქართველოში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მან უნდა მოახერხოს საკუთარი პოლიტიკური რეაბილიტაცია, ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და იმართლოს თავი. მე მას ამ საქმეში წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს „ივერიონთან“ საუბრისას სამხედრო  ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.


ირაკლი ოქრუაშვილის ერთ-ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო შეიარაღებული ჯგუფების  ფორმირებას ეხება, გიორგი თავდგირიძე განმარტავს, რომ  საქმე გვაქვს  სპეციალურ „ორგანიზაციულ  ჯგუფებთან“, რომლის შექმნაც დანაშაული არ არის.


 მისივე თქმით, მსგავსი ჯგუფები გამოიყენება თავდაცვითი მიზნებისთვის. “უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ისეთი თემაა, განხილვას უფრო კომპეტენტური ადამიანებისგან  მოითხოვს. ეჭვი მეპარება, ოქრუაშვილს შესძლებოდა ხსენებული ჯგუფების შექმნა, მაშინ, როცა ის უკვე აღარ იყო თავდაცვის მინისტრი. სახელმწიფოს გააჩნდა შესაბამისი ბერკეტი კონტროლისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. იარაღის შესყიდვა და  მსგავსი უკანონო ქმედებები ისეთ სახელმწიფოებში ხდება  ხოლმე, სადაც ხელისუფლება სუსტია. ირაკლი ოქრუაშვილს ბევრი რამ შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ არა ეს ადვილად გამოსავლენი და დასჯადი ქმედება. მიუხედავად ჩემი მოსაზრებისა, საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, რომელმაც შეიძლება სრულიად საპირისპირო დაამტკიცოს“, - განმარტავს თავდგირიძე.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა. ამჟამად ირაკლი ოქროაშვილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.


ია ადეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: